ოკუპირებულ ზოლთან ახლოს რუსმა სამხედროებმა მამაკაცი გაიტაცეს

ქარელის რაიონის სოფელ კნოლევიდან 53 წლის ვაჟა თოთლაძე გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე აცხადებს, მამაკაცის უკანონოდ დაკავება რუს მესაზღვრეების მიერ მაშინ მოხდა, როცა ის შვილთან ერთად საკუთარ ბაღში მუშაობდა. 20 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ რიგგარეშე შეხვედრაზე ძირითადად საკითხთან ერთად, აღნიშნული ინციდენტის განხილვაც მოხდება.