„ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყსა და სირიაში მომწამვლელი აირი გამოიყენა

ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ივნისის ბოლოს მომწამვლელი გაზი გამოიყენეს ქურთთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სირიასა და ერაყში, - ამის შესახებ 18 ივლისს გამოქვეყნებულ ქურთთა სახალხო ლაშქრისა და სადამკვირვებლო ჯგუფების ერთობლივ ანგარიშშია ნათქვამი. აშშ-ში არსებული ჯგუფები, რომლებიც ამ იერიშებს იკვლევენ, აღნიშნავენ, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ 21-22 ივნისს ქიმიური იარაღი გამოიყენა გასამხედროებულ ქურთთა ქვედანაყოფ „ფეშმერგას“ წინააღმდეგ, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში იმყოფება.