პრეზიდენტმა 98 მსჯავრდებული შეიწყალა

98 მსჯავრდებული შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის ინფორმაციით, 74 პატიმარი, მათ შორის ერთი ქალი და ორი არასრულწლოვანი, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღის განმავლობაში დატოვებს. კიდევ 24 მსჯავრდებულს სასჯელის ვადა შეუმცირდა.