კომუნისტები უკრაინის ადგილობრივ არჩევნებში კენჭს ვერ იყრიან

უკრაინის იუსტიციის სამინისტრო არ დაუშვებს კომუნისტებს, მონაწილეობა მიიღონ ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მას მერე, რაც ახალი კანონი იქნება შემოღებული. იუსტიცის მინისტრმა, პავლო პეტრენკომ განაცხადა 24 ივლისს, რომ უკრაინის კომუნისტური პარტია, უკრაინის მუშათა და გლეხთა კომუნისტური პარტია და რეფორმირებული კომუნისტური პარტია არ დაიშვებიან ოქტომბრის არჩევნებზე. მისივე თქმით, შეტანილი იქნება საჩივარი, რომელიც ოფიციალურად არ დაუშვებს არჩევნებზე ამ პარტიებს. კომუნისტური პარტიები უკრაინაში მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ.