აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ერაყის ქურთისტანში ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ეშ კარტერი ჩავიდა ერაყის ქურთისტანში, მოულოდნელ ვიზიტად. კარტერმა შეხვედრები გამართა ქურთისტანის ლიდერ, მასუდ ბარზანისთან და შეხვდა აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორებს, რომლებიც წვრთიან ქურთთა ფეშმერგის რაზმებს. ამ რაზმებმა თავი გამოიჩინეს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში. ფეშმერგამ აშშ-ს ახლახან მოთხოვა იარაღის მიწოდება.