პაკისტანში 81 ადამიანი შეიწირა ძლიერმა წვიმებმა და წყალდიდობამ

პაკისტანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში 81 ადამიანი დაიღუპა ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად. ოფიციალური მონაცემებით, დაზარალდა 300 ათასამდე ადამიანი. ივლისში დაწყებულმა წვიმებმა ქაოსი გამოიწვია ჩრდილოეთსა და სამხრეთში მდებარე რეგიონებში, დააზიანა ასობით შენობა. ყველაზე მძიმედ დაზარალდა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერ-პახტუნხვის პროვინცია, სადაც 38 ადამიანი დაიღუპა. ბოლო წლებში პაკისტანი ბევრჯერ დაზარალებულა უამინდობით, რომელიც იწვევს ხოლმე მსხვერპლს და ანადგურებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.