ვახტანგ გომელაური შს მინისტრის მოვალეობას შეასრულებს პირველ აგვისტომდე

სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დამტკიცებული ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას პირველ აგვისტომდე შეასრულებს. ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა. "შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში მოვალეობის შესრულების ვადა პირველ აგვისტოს მეწურება. თუმცა მინისტრის პირველმა მოადგილემაც შეიძლება შეასრულოს მოვალეობა, ვიდრე პრემიერ-მინისტრი არ დაასახელებს მინისტრს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ მინისტრს 1 აგვისტომდე დანიშნავს.