ავღანეთში სამშვიდობო მოლაპარაკება გადაიდო

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელიც 31 ივლისისთვის იყო დაგეგმილი, გადაიდო მოლა მოჰამედ ომარის, თალიბანის ხელმძღვანელის, გარდაცვალების ცნობის გავრცელების გამო. გადადება მოხდა თალიბანის თხოვნით.