2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები პეკინში ჩატარდება

პეკინში ჩატარდება 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები, ეს გადაწყდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე. ჩინეთის დედაქალაქს მხარი დაუჭირა სხდომის 85-მა დელეგატმა, მის კონკურენტს, ალმა-ატას, 35 ხმა შეხვდა. კენჭისყრა გაიმართა მალაიზიაში, კუალა ლუმპურში. პეკინსა და ალმა-ატის გარდა, რომლებიც ფინალში მოხვდნენ, ზამთრის ოლიმპიადის გამართვა სურდათ ევროპის ქალაქებს, ოსლოს და სტოკჰოლმს. 2020 წელს, ზამთრის ახალგაზრული თამაშების მოწყობის ადგილად ოლიპიურმა კომიტეტმა აირჩია შვეიცარიის ქალაქი, ლოზანა.