საქართველოს ეწვევა ნატოს გენერალური მდივანი

საქართველოს 26-27 აგვისტოს ეწვევა ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. გავრცელებული ცნობებით, სტოლტენბერგი გახსნის ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს და შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან.