მაშველებმა გადაარჩინეს ბელორუსი მთამსვლელი

მაშველებმა შეძლეს სვანეთში, უშბის მწვერვალზე ჩარჩენილი ბელორუსი მთამსვლელის გადარჩენა და ის მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გუშინ უშბაზე დაიღუპა სხვა ბელორუსი მთამსვლელი, რომლის ცხედარი დღეს მესტიაში გადაასვენეს. მწვერვალის სამხრეთ-დასავლეთ კედელზე ასვლისას მთამსვლელს თოკი გაუწყდა და დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა.