გრძელდება თვითმფრინავის ნამსხვრევების ძებნა

საფრანგეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ინდოეთის ოკეანეში დაკარგული მალაიზიური თვითმფრინავის ნარჩენების მოსაძებნად ვერტმფრენები და გემები გაუშვას. სამძებრო სამუშაოები კუნძულ რეუნიონის მიდამოებში წარიმართება. მეზობელი კუნძულების - მავრიკიისა და მადაგასკარის ხელისუფლებებმა ასევე მიიღეს თხოვნა, სანაპიროები შეისწავლონ.