ნოვოსიბირსკში ოპოზიციის ექვსმა აქტივისტმა შიმშილობა შეწყვიტა

რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკში ოპოზიციური პარტია პარნასისა და დემოკრატიული კოალიციის შვიდმა აქტივისტმა შეწყვიტა შიმშილობა მას მერე, რაც ერთ-ერთი მათგანი ჰოსპიტალიზებულ იქნა 12-დღიანი შიმშილობის შემდეგ. მანამდე მათ შიმშილობის შეწყვეტის მოწოდებით მიმართეს მიხაილ ხოდორკოვსკიმ, მიხაილ კასიანოვმა და ალექსეი ნავალნიმ. დემოკრატიული კოალიციის ნოვოსიბირსკის განყოფილების ხელმძღვანელის, ლეონიდ ვოლკოვის თქმით, ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, ვინაიდან მოშიმშილეთა მოთხოვნები არ შესრულებულა. აქციის მონაწილეები პროტესტს აცხადებენ იმის გამო, რომ მთავრობამ არ მისცა მათ 13 სექტემბრის ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობის უფლება.