ნიდერლანდის განცხადებით აღმოაჩინეს MH17-ის რუსული რაკეტით ჩამოგდების მტკიცებულება

ჰოლანდიის პროკურატურის განცხადებით აღმოაჩინეს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „ბუკის“ სავარაუდო კვალი აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც, 2014 წელს ჩამოაგდეს მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი. ნიდერლანდის ეროვნული პროკურატურის განცხადებით, რომელიც ჩართულია ტრაგედიის ერთობლივ საერთაშორისო გამოძიებაში, ლაპარაკია სარაკეტო დანადგარის სავარაუდო ნარჩენებზე, რომლებიც, პროკურატურის განცხადებით, „მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის, თუ ვინ იდგა კატასტროფის უკან“.