ექსტრემისტების თავდასხმას ბაღდადის ცენტრში 58 კაცი ემსხვერპლა

ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა ბაღდადის ხალხმრავალ სასურსათო ბაზარში მომხდარ აფეთქებაზე, რასაც სულ მცირე 58 კაცის სიცოცხლე შეეწირა. დანაღმული ავტომანქანა თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაღდადის სადრ სიტიში მეტწილად შიიტი მუსლიმებით დასახლებულ არელაში ააფეთქა. პოლიციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიჭრა 88 კაცი.