პაკისტანი კვლავ სთავაზობს ინდოეთს ქაშმირის თაობაზე მოლაპარაკებებს

პაკისტანის პრეზიდენტმა კვლავ შესთავაზა მის მეზობელსა და ოდინდელ მეტოქე ინდოეთს მოლაპარაკებების გამართვა სადაო ქაშმირი რეგიონის სტატუსის თაობაზე. მამნუნ ჰუსეინმა აღნიშნული შეთავაზება პაკისტანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სატელევიზიო მიმართვის დროს 14 აგვისტოს გააკეთა. პაკისტანს იმედი აქვს „კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისა“, მაგრამ ეს არ მოხდება ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხარჯზე, - დასძინა პაკისტანის პრეზიდენტმა. ინდოეთსა და პაკისტანს შორის ქაშმირის რეგიონის თაობაზე კონფლიქტი 1947 წელს, მას შედეგ დაიწყო, რაც ორმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა დიდ ბრიტანეთისაგან.