ერაყის ყოფილი პრემიერი მოსულის დაცემაში ანკარას ადანაშაულებს

ნური ალ-მალიკიმ, ერაყის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა საპარლამენტო მოხსენება, რომელიც მას და ათობით სხვა სამთავრობო და სამხედრო მაღალჩინოსანს ადანაშაულებს ისლამური სახელმწიფოს მიერ 2014 წელს ქალაქ მოსულის დაპყრობაში და მათ გასამართლებას ითხოვს. ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში მალიკიმ განაცხადა, რომ მოხსენებას „ფასი არა აქვს“ და რომ მოსულის დაცემა იყო შედეგი შეთქმულებისა, რომელიც „ჯერ ანკარაში დაიგეგმა და შემდეგ კი გადაინაცვლა ირბილში“, ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქურთისტანის რეგიონის დედაქალაქში. ერაყის პარლამენტმა 17 აგვისტოს მოიწონა მოხსენება და ის პროკურატურას გადაუგზავნა შესაძლო სამართლებრივი ქმედებებისათვის.