ჩინეთმა და რუსეთმა დაიწყეს ერთობლივი სამხედრო წვრთნა

იაპონიის ზღვაში ჩინეთმა და რუსეთმა დაიწყეს ერთობლივი სამხედრო, საზღვაო და საჰაერო, წვრთნა. რუსეთის არმიის ცნობით, ორივე მხრიდან მანევრებში მონაწილეობს 22 ხომალდი, 20 თვითმფრინავი და 500-მდე სამხედრო. სტრატეგიული მნიშვნელობის მანევრები იმართება პეტრე დიდის ყურეში. მანევრები განსაკუთრებით უნდა აღელვებდეს იაპონიას, რომელსაც არეალში ჩინეთთან სადავო კუნძულები აქვს.