ხიდაშელი ნატოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისაკენ მოუწოდებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მოუწოდა ნატოს, რათა არსებითი გადაწყვეტილება მიიღოს ვარშავის სამიტზე საქართველოს ალიანსში საბოლოო გაწევრიანების მიმართულებით. ვაშინგტონში რადიო თავისუფლებასთან საუბარში ხიდაშელმა აღნიშნა, რომ გაწევრიანების შესახებ დაპირების შესრულების საკითხში ნატოს მხრიდან გამოჩენილი ნებისმიერი ყოყმანი რუსეთს შემდგომი აგრესიული ქმედებებისაკენ უბიძგებს.