ტაჯიკეთში აკრძალეს ისლამისტური პარტია

ტაჯიკეთის იუსტიციის სამინისტრომ აკრძალა ტაჯიკეთის ისლამური რენესანსის პარტია, ერთადერთი ისლამისტური პარტია ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომელიც ოფიციალურად იყო დარეგისტრირებული. სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმადაკრძალვის საფუძველი გახდა ის, რომ პარტიას აღარ ყავს წევრების საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რათა შეძლოს ფუნქციონირება, როგორც ოფიციალურად დარეგისტრირებულმა პარტიამ. პარტიის ლიდერებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ გააგრძელებენ პოლიტიკურ აქტივობებს, მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა.