ვიტალი მუტკო: რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია გაკოტრების პირასაა მისული

რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ, რომელიც დღეს იქნა არჩეული რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, განაცხადა, რომ ორგანიზაცია გაკოტრების პირასაა მისული. მისი სიტყვებით, „სერიოზული საქმეა ჩასატარებელი სპონსორებთან“. მუტკომ აღნიშნა, რომ მილიარდ ორასიათასი რუბლის ოდენობის დავალიანების საკითხის მოგვარებას წელიწადნახევრამდე დასჭირდება. პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ მუტკომ განაცხადა, რომ რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ „ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს“ 2016 წელს. მან ასევე თქვა, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრებმა უნდა შეწყვიტოს ამხანაგურ მატჩებში სუსტ გუნდებთან თამაში. მუტკოს სიტყვებით, რუსეთის ფეხბურთელთა მეტოქეები იქნებიან გერმანიის, საფრანგეთისა და ბრაზილიის დონის გუნდები.