საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა დაამარცხა შოტლანდიის გუნდი

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, თბილისში გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 1:0 დაამარცხა შოტლანდიის გუნდი. გოლი პირველ ტაიმში, 38-ე წუთზე გაიტანა ვალერი ყაზაიშვილმა. შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს, ირლანდიასთან გამართავს.