მიმდინარე კვირიდან ევროკომისია მიგრანტების ევროკავშირის ქვეყნებში გადანაწილებას იწყებს

მიმდინარე კვირიდან ევროკომისია უნგრეთში მყოფ 54 ათას მიგრანტს ევროკავშირის ქვეყნებში გადაანაწილებს, ასევე იგეგმება საბერძნეთში მყოფი 50 400 და იტალიაში მყოფი 15 600 მიგრანტის სხვა ქვეყნებში გადანაწილება. ამის შესახებ "დოიჩე ველე" გერმანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. მთლიანობაში იგეგმება 120 ათასი მიგრანტის გადანაწილება. უმთავრესად, საუბარია ლტოლვილებზე სირიიდან, ერითრეიდან და ავღანეთიდან.