მოლდავეთში დემონსტრანტებმა კარვების ქალაქი მოაწყვეს

მოლდავეთის დედაქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებმა გამართეს კარვების ქალაქი და გამოაცხადეს, რომ არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ათეულ ათასობით ადამიანი შეუერთდა კიშინიოვის ცენტრალურ მოედანზე კვირას მოწყობილ დემონსტრაციას, რომლის მონაწილეები მოითხოვდნენ პრეზიდენტის, ნიკოლაე ტიმოფტის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს. მათი მოთხოვნა ეხება ასევე მოლდავეთის ცენტრალური ბანკის და გენპროკურატურის მაღალი რანგის თანამდების პირების გადადგომას. გამოსვლების ფონია ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის გაფლანგვა ეკონომიკურად ღარიბი მოლდავეთის სამი ბანკიდან. ეს თანხა მოლდავეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტზე მეტს უდრის. დემონსტრაციის ორგანიზატორები თავს „ღირსების და სიმართლის“ გაერთიანებას უწოდებენ. მათ 30 კარავი დადგეს კიშინიოვის ცენტრალურ მოედანზე. პოლიციის შეფასებით, კვირის დემონსტრაციაზე 60 ათასი კაცი იყო მისული.