ინდოეთში ათობით ადამიანი დაიღუპა გაზის ბალონის აფეთქების შედეგად

ინდოეთში ათობით ადამიანი დაიღუპა ხალხით სავსე რესტორანში გაზის ბალონის აფეთქების შედეგად. ინციდენტი დღეს მოხდა ქალაქ პეტლავადში, რომელიც დელის სამხრეთით, 800-მდე კილომეტრში მდებარეობს. ოფიციალური პირების ცნობით, დაიღუპა 80-მდე და დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი. გაზის ბალონის აფეთქებამ მეორე, კიდევ უფრო ძლიერი აფეთქება გამოიწვია, რასაც შენობის სახურავის ჩამონგრევა მოჰყვა. დაზიანდა კიდევ რამდენიმე შენობა.