ბაღდადში აფეთქებებმა 14 ადამიანი შეიწირა

ბაღდადში, სულ ცოტა, 14 ადამიანი დაიღუპა თვითმკვლელების მიერ მოწყობილი ორი აფეთქების შედეგად. ერაყელი ოფიციალური პირების ცნობით, ორივე აფეთქება მიმართული იყო პოლიციის ბლოკპოსტების წინააღმდეგ. დაიჭრა 30-ზე მეტი ადამიანი. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.