სირიაში ისლამისტებმა ამ ქვეყნის 56 ჯარისკაცი დასაჯეს სიკვდილით

ისლამისტმა მეომრებმა სამხედრო ბაზაზე დაჭერილი 56 სირიელი ჯარისკაცი დასაჯეს სიკვდილით. ამის თაობაზე ლონდონში დაფუძნებული მეთვალყურეთა ჯგუფი იტყობინება. ეს ჯგუფი სირიაში მოპოვებულ ინფორმაციას ავრცელებს. მის თანახმად, აბუ ალ-დუჰურის ავიაბაზაზე მასობრივი მკვლელობა მოხდა რამდენიმე დღის წინ. სამხედრო ბაზა დაიკავეს ალ ყაიდასთან დაკავშირებული, ნუსრის ფრონტის წევრებმა.