ავღანელი თალიბების დაპირისპირებული ჯგუფები საერთო მეთაურის თაობაზე ვერ თანხმდებიან

ავღანეთის თალიბანის შეარაღებულ ექსტრემისტთა ჯგუფი შეიძლება გაიხლიჩოს ორ ფრაქციად, რადგან ვერ თანხმდებიან ლიდერის გამო, რომლის არჩევა საჭირო გახდა მოლა ომარის სიკვდილის შემდეგ. ავღანეთის დაზვერვის თანახმად, განხეთქილება დაიწყო, როცა გამოცხადდა, რომ მოლა ომარი ორი წლის მკვდარი იყო და ამ ფაქტს მისი გარემოცვა მალავდა. სწრაფად მოწვეულმა შეხვედრამ მეთაურად აირჩია მოლა მანსური, ომარის მოადგილე. მაგრამ ბევრი გავლენიანი მეთაური უკმაყოფილოა, რომ მანსურმა ომარის სიკვდილი დამალა. მოლა ნიაზიმ, რომელიც მანსურის მოწინააღმდეგეთა ბანაკს წარმოადგენს, განაცხადა, რომ 19 სექტემბრის შეხვედრა მანსურსა და უკმაყოფილო მეთაურებს შორის ჩაიშალა.