ერთ-ერთი დამფუძნებელი ტელეკომპანია „მაესტროს“ გაკოტრებაზე საუბრობს

ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი გაჩეჩილაძის ინფორმაციით, "მაესტროს" დირექტორმა საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა, რომლითაც ის ტელეკომპანიის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადებას ითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს. აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმება თავად გია გაჩეჩილაძე. მისი თქმით, ხდება კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრება იმისათვის, რომ ის მოგვიანებით აუქციონზე გაიყიდოს და უცხოელი მფლობელების ხელში აღმოჩნდეს.