ისლამისტებმა სისხლიანი თავდასხმა მოაწყვეს ბაღდადში

11 კაცი დაიღუპა და 40 დაიჭრა დანაღმული ავტომობილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერაყის დედაქალაქში, შიიტებით დასახლებულ ხალხმრავალი ბაზრის მახლობლად. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“, რომელიც 2014 წლიდან ერაყის მნიშვნელოვან ტერიტორიას აკონტროლებს.