იემენში მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა

იემენის დედაქალაქ სანააში თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთების შედეგად სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა. ელიან, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან აფეთქებისას მრავალი ადამიანი მძიმე დაშავდა. ეს მეექვსე თავდასხმაა მეჩეთზე ბოლო სამი თვის განმავლობაში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.