საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დამარცხდა არგენტინასთან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დიდი ანგარიშით 54-9 დამარცხდა არგენტინის ნაკრებთან. არგენტინელებმა შვიდი ლელო დადეს, ქართველებმა - ვერცერთი. მატჩი გლოსტერში დღეს გაიმართა. დღევანდელი მარცხის შემდეგ C ჯგუფში სატურნირო მდგომარეობა ასე გამოიყურება 9 ქულით პირველ ადგილზეა ახალი ზელანდია, შემდეგ მოდის არგენტინა - 5 ქულით, საქართველოს - 4 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. ხუთეულში შემდეგ მოდის 1 ქულით ტონგა, ნამიბიის ნაკრები კი ბოლო ადგილზეა. მომდევნო თამაშს საქართველოს ნაკრები 2 ოქტომბერს ახალი ზელანდიის ნაკრებთან გამართავს.