ზეპ ბლატერი გამოძიებამ ეჭვმიტანილად სცნო

ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი გამოძიებამ ეჭვმიტანილად სცნო ფულის გაფლანგვისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ამის შესახებ შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ 25 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია. ამავე განცხადების თანახმად, პოლიციამ უკვე დაკითხა ეჭვმიტანილი და ჩაატარა ჩხრეკვა ბლატერის ოფისში, ამოიღო დოკუმენტაცია. 28 მაისს ბლატერი მეხუთე ვადით აირჩიეს ფიფას პრეზიდენტად, კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალისა და ფიფას მაღალჩინოსნების დაპატიმრების ფონზე. შვეიცარიამ 27 მაისს ფიფას შვიდი მაღალჩინოსანი დააპატიმრა კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. ამავე დროს, დაიწყო გამოძიება მექრთამეობისა და ფულის გათეთრების ვარაუდებზე, რაც უკავშირდება 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების გამართვის უფლების მინიჭებას შესაბამისად რუსეთისა და კატარისთვის.