თბილისში პოლიციამ დააკავა ორი კაცი რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით

რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით პოლიციამ თბილისში დააკავა ორი ახალგაზრდა მამაკაცი. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა პირებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოს მოქალაქეს და მის თანმხლებ, ნიგერიის ორ მოქალაქეს. სამინისტროს ცნობითვე, დაკავებული პირები დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება ჯგუფურად რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე მიმდინარეობს.