რუსეთმა სირიის ქალაქ ლატაკიასთან ახლოს მდებარე ჰმეიმიმის აეროდრომზე შერეული ავიაშენაერთი გადაისროლა. რუსეთის გაზეთი „კომერსანტი“ ოპერატიული სამხედრო სამმართველოს წყაროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ შენაერთის შემადგენლობაშია„სუ-24 ემის“ და „სუ-34“-ს ტიპის ბომბდამშენები, „სუ-25 ესემის“ ტიპისმოიერიშეები და „სუ-30 ესემის“ ტიპისგამანადგურებლები, აგრეთვე „მი-24“-ს ტიპის დამშენი ვერტმფრენები და „მი-8“-ს ტიპის მრავალსამიზმნიანი ვერტმფრენები. მთელი ეს ტექნიკა ირიცხება რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შეიარაღებაში. „კომერსანტის” ინფორმაციით, გადასროლა განხორციელდა 11-დან 20 სექტემბრის ჩათვლით „ცენტრი-2015“ წვრთნის მიმდინარეობის პარალელურად. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არ ასაჯაროებენ ოპერაციაში ჩართული სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობას. უწყებაში აღნიშნავენ, რომ „საზღვარგარეთ მიმდინარე არც ერთ მოქმედებაში“ არ მონაწილეობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცები.