პაკისტანის არმიამ საავიაციო იერიშით 25 ეჭვმიტანილი ექსტრემისტი დახოცა

პაკისტანის ავიაციამ 25 ეჭვმიტანილი ექსტრემისტი დახოცა ავღანეთის საზღვართან ახლომდებარე ერთ-ერთ სიმაგრეში. პაკისტანის დაზვერვის ცნობით, იერიშის დროს განადგურებული იქნა ასევე ექსტრემისტების ექვსი თავშესაფარი. პაკისტანის სამთავრობო ავიაციამ გასული წლიდან დაიწყო შეტევითი ოპერაციები პაკისტანის თალიბანის დაჯგუფების წინააღმდეგ ჩრდილო ვაზირისტანის უკონტროლო სასაზღვრო არელაში. ექსტრემისტების წინააღმდეგ იერიშების მიუხედავად, მეზობელი ავღანეთის მთავრობა ადანაშაულებს ისლამაბადს, რომელიც, ქაბულის განცხადებით, ნებას აძლევს თალიბებს გამოიყენონ მისი ტერიტორია ავღანეთის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ.