ქუთაისში მიმდინარეობს „თავისუფალი ზონის“ მიერ ორგანიზებული აქცია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს „თავისუფალი ზონის“ მიერ ორგანიზებული აქცია. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდებას ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რასაც არ დაუშვებენ. აქციის მონაწილეები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრას მიითხოვენ.