უკრაინაში იწყება მხარეთა შეხების ხაზიდან ას მილიმეტრზე ნაკლები კალიბრის შეიარაღების გატანა

დღეს უკრაინაში დაიწყება მხარეთა შეხების ხაზიდან ას მილიმეტრზე ნაკლები კალიბრის შეიარაღების გატანა. ამის შესახებ სპეცოპერაციის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ანდრეი ლისენკო იტყობინება. უკრაინის გენერალური შტაბის თავმჯდომარის, ვლადისლავ სელეზნიოვის თქმით, შეიარაღების გატანის პროცესი განხორციელდება საერთაშორისო მეთვალყურეთა კონტროლით და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობების დაცვით.