გერმანია 2015 წელს 1,5 მილიონამდე მიგრანტს მოელის

გერმანია 2015 წელს მოელის თავშესაფრის 1,5 მილიონამდე მაძიებელს, ანუ აქამდე ნავარაუდევ 800 ათასაზე გაცილებით მეტს. გერმანიის ყველაზე მაღალტირაჟიანმა ტაბლოიდმა, „ბილდმა“ 5 ოქტომბრის ნომერში გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია, როგორც ის აცხადებს, მთავრობის გასაიდუმლოებულ პროგნოზზე დაყრდნობით. ევროპაში ჩასული ასიათასობით მიგრანტის დიდი ნაწილი გერმანიას მიაშურებს.