ვაშინგტონი მოუწოდებს პარტნიორებს არ იჩქარონ ირანთან ეკონომიკური თანამშრომლობა

ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ არაოფიციალურად შეახსენა უცხოეთის ქვეყნების მთავრობებს და აშშ-ის ბანკებს, რომ არ იჩქარონ ირანში ინვესტიციების ჩადება, რადგან დასავლეთის სანქციები ირანის მიმართ კვლავ ძალაშია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლახან გაავრცელა შესაბამისი შინაარსის მესიჯი, .წ. დიპლომატიური დემარში, რომელშიც აღნიშნულია, რომ სანქციები ირანის მიმართ არ შესუსტდება, ვიდრე ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები არ დაადასტურებენ თეირანის მიერ ბირთვული პროგრამის თაობაზე 9 ივლისს შეთანხმებული გარიგების პირობათა შესრულებას.