ავღანეთში შვეულმფრენის ავარიას ხუთი ნატოელი სამხედრო ემსხვერპლა

ნატოს კოალიციამ ავღანეთში გამოაცხადა, რომ მისი ხუთი მოსამსახურე, მათ შორის ორი ბრიტანელი ჯარისკაცი, დაიღუპა შვეულმფრენის ავარიის დროს, რომელიც ქაბულთან, ნატოს მისიის შტაბ-ბინასთან მოხდა. ცნობით, ავარიის მიზეზი არ ყოფილა თავდასხმა, ან სხვაგვარი საბრძოლო ქმედება. ამავე ინფორმაციით, ავარიის მიზეზებს, რომლის დროსაც,ხუთი სხვა პირი დაშავდა, იძიებენ.