საკონსტიტუციო სასამართლომ დროებით შეაჩერა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 12 ოქტომბერს გგადაწყვიტა, დროებით შეჩერდეს საფინანსო ზედამხედველობის ახლად შექმნილი სააგენტოს საქმიანობა. სააგენტოს საქმიანობა შეჩერებული იქნება მანამ, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ამ პერიოდში სააგენტოს ფუნქციებს კვლავ ეროვნული ბანკი შეასრულებს.