ირანმა დამნაშავედ სცნო ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტი

ირანის სასამართლომ გამოაცხადა, რომ დამნაშავედ სცნო ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტი, ჯეისონ რეზაიანი. ირანის სასამართლოს უწყების წარმომადგენელმა, ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჟეიმ თქვა, რომ სასამარლომ რეზაიანს განაჩენი გამოუტანა. 39 წლის ჟურნალისტი, ორმაგი, ირანის და აშშ-ის მოქალაქეობის მფლობელია, ის ირანში შარშან დააპატიმრეს და ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს. ეჟეის თქმით, ბრალდებულს 20 დღე აქვს განაჩენს გასაჩივრებისთვის. ვაშინგტონ პოსტის უცხოეთის სფეროში რედაქტორმა, დაგლას ჯილმა განაცხადა, რომ სასამართლოს ცნობა „ბუნდოვანი და დამაბნეველია“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, ის თვალყურს ადევნებს ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტის საქმეს და იმეორებს მოწოდებას, გაათავისუფლონ ჟურნალისტი.