პაკისტანში ტერაქტს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

შვიდი ადამიანი დაიხოცა და ცხრა დაშავდა ტერორისტული აქტის დროს, რომელიც ტაუნსაში მოხდა, პაკისტანის ცენტრალურ ქალაქში. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თვითმკვლელის თავდასხმის სამიზნე იყო მმართველი პარტიის კანონმდებლის საარჩევნო ოფისი. ამჯათ ხოსა აფეთქების დროს ოფისში არ იმყოფებოდა. 14 ოქტომბრის ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია.