მოსკოვი: რუსეთის თვითმფრინავი აშშ-ის საბრძოლო თვითმფრინავს მიუახლოვდა ამოსაცნობად, არა შესაშინებლად.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი საბრძოლო თვითმფრინავი აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავს მიუახლოვდა ამოსაცნობად, და „არა შესაშინებლად“. ტასს მოჰყავს სამინისტროს ცნობა, რომ „სუ-30-ცე-ემის“ ტიპის თვითმფრინავი 2-3 კილომეტრში მიუახლოვდა ამერიკულ თვითმფრინავს 10 ოქტომბრის ინციდენტის დროს. 13 ოქტომბერს ვაშინგტონმა განაცხადა, რომ აშშ-ის და რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავები სირიის საჰაერო სივრცეში ერთმანეთს მიუახლოვდნენ ვიზუალური ამოცნობის მანძილზე. სირიაში ორივე ქვეყანა მართავს საავიაციო ოპერაციას დე ერმანეთს მეტოქეობას უწევენ.