ომბუდსმენი მიესალმა 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიებას

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმა 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ. უჩა ნანუაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება ხელს შეუწყობს სიმართლის დადგენას, მსხვერპლთა უფლებების აღდგენას და კონფლიქტის მხარეებსა და დაზარალებულ მოსახლეობას შორის სამშვიდობო პროცესების დაჩქარებას.