ირანში, შიიტურ მეჩეთთან სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიხოცა, ორი დაშავდა. როგორც ოფიციალური სააგენტო ირნა იტყობინება, ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა ქალაქ დიზფულში, ჰუზესტანის პროვინციაში, ისლამური რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთში. თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა გამვლელი მანქანიდან შიიტებს, რომლებიც აშურას, იგივე „შაჰსეი-ვაჰესეის“ აღნიშნავდნენ. ჰუზესტანის მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტი არაბია და რელიგიურ ნიადაგზე, ბოლო წლებში იქ არა-ერთი შეტაკება მოხდა. იმავე დღეს ხუთი ადამიანი მოკლეს სუნიტურ საუდის არაბეთში. მსხვერპლი შიიტები იყვნენ, რომლებიც აშურის დღეს აღნიშნავდნენ. აშურა იმამ ჰუსეინის მოგონების დღეა. გადმოცემით, ჰუსეინი წამებით მოკლეს ქერბალაში, 680 წელს.