რუსეთის ავიაციის იერიშს 12 სამოქალაქო პირი შეეწირა სირიაში

რუსეთის ავიაციამ დაბომბა ჰოსპიტალი სირიაში, რის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ლონდონში მდებარე სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია ავრცელებს ცნობას. მასში კერძოდ ნათქვამია, რომ იერიში 20 ოქტომბერს განხორციელდა ქალაქ სარმინში. ამ ინფორმაციას ადასტურებს სირიულ-ამერიკული სამედიცინო საზოგადოებაც, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, რომ შეწყვიტოს სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა სირიაში. რუსეთი 30 სექტემბრიდან აწარმოებენ საავიაციო და სარაკეტო იერიშებს სირიაში, ამ ქვეყნის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის მოთხოვნის საფუძველზე. აშშ-ი და ევროკავშირი აკრიტიკებენ რუსეთის სამხედრო ჩარევას სირიაში.