ობამამ ისლამური სახელმწიფოსთან მებრძოლ კოალიციაში ახალი წარგზავნილი დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ბრეტ მაკგარკი დაასახელა ისლამურ სახელმწიფოსთან აშშ-ის მეთაურობით მებრძოლ კოალიციაში თავის ახალ წარმომადგენლად. თეთრმა სახლმა ეს ცნობა 23 ოქტომბერს გაავრცელა. მაკგარკმა შეცვალა ჯონ ალენი, რომელიც 13 თვე ასრულებდა ამ ფუნქციას. მაკგარკი ელენის მოადგილე და ადრე, ობამას მრჩეველი იყო ერაყის საკითხებში.