აშშ-ში განაჩენი გამოუტანეს ტექნოლოგიების არალეგალურ ექსპორტში ბრალდებულებს

ამერიკის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა სამ პირს, რომლებიც ბრალდებულები იყვნენ მაღალი ტექნოლოგიების მიყიდვაში რუსეთის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებისთვის. ისინი იყვნენ იმ 11 ადამიანს შორის, რომლებიც 2012 წელს დააკავა ამერიკის მთავრობამ გარიგებაში მონაწილეობისათვის. სქემის თანახმად, ბრალდებულები ეწეოდნენ მილიონობით დოლარის ღირებულების ტექნოლოგიების არალეგალურ ექსპორტს და გარიგებაში იყვნენ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან. დანარჩენმა ხუთმა აღიარა დანაშაული, მათ შორის, რუსული წარმოშობის ამერიკელმა ბიზნესმენმა, რომელიც მფლობელია ელექტრონული კორპორაციისა „Arc Electronics“, ტეხასში. კიდევ სამი ბრალდებული იმყოფება რუსეთში და ისინი ამერიკის შეერთებული შტატების კანონის გავლენის მიღმა არიან. სამმა ბრალდებულებმა, რომლებიც აღნიშნულ კორპორაციაში მუშაობდნენ, სასჯელად მიიღეს თავისუფლების აღკვეთა - 185, 65 და 25 წლით.